რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვერდზე, მშვიდობისმყოფლელების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ზონის განახლებული რუკა გავრცელდა. რუკის ახალი ვერსიის თანახმად, ზონაში შევიდნენ ასევე სოფელი ხცაბერდი და ჰინ თაღერი. შეთანხმების შემდეგ ისინი სომხური მხარის კონტროლის ქვეშ რჩებოდა, იქ დილით ადრე სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული სოფლების მიმართულებით შეტევები განახორციელეს, რის შედეგადაც მოხდა ბრძოლები. სომხურ მხარეს ექვსი დაჭრილი ჰყავს, მოწინააღმდეგის მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰყავს დაჭრილები და დაღუპულები.
რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა- ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილხამ ალიევმა, ყარაბაღში ცეცხლის შეჩერების ერთობლივი განცხადება მიიღეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაშუქებული განცხადების თანახმად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის მთლიანად შეჩერება ძალაში 10 ნოემბერს შევიდა. სომხური მხარე რიგ ტერიტორიულ დათმობას დასთანხმდა.
ცეცხლის შეჩერებისა და სამხედრო ქმედებების კონტროლის მიზნით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელების 1960 სამხედრო პირი, 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული ავტომანქანა და სპეციალური ტექნიკაა განთავსებული.