სომხეთი და აზერბაიჯანი, ჰუმანიტარულ მიზნებში, დღეს 12:00 საათზე, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე გამოაცხადა.
სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელძღვანელების შეხვედრა- ზოჰრაბ მნაცაკანიანის, ჯეიხუნ ბაირამოვისა და სერგეი ლავროვის- 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ღამე დასრულდა.
მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული მოლაპარაკება ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, დაღუპულებისა და მძევლების გაცვლის მიზნით.
“მხარეები ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ: 1) 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარულ მიზნებში სამხედროებისა და სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლის მიზნით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კრიტერიუმების შესაბამისობითა და შუამდგომლობით გამოცხადდება ცეცხლის შეჩერება; 2) ცეცხლის შეჩერების რეჟიმის კონკრეტულ პარამეტრებზე დამატებით შეთანხმდებიან”,- ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაში, რომელიც სამმხარიანი კონსულტაციის შედეგად შეჯამდა.
გარდა ამისა, როგორც სერგეო ლავროვმა განაცხადა, აზერბაიჯანი და სომხეთი “ეუთო- მინსკის ჯგუფის თანაწარმომადგენლების შუამდგომლობით ურეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობიანი ურეგულირების უახლოესი მიღწევის მიზნით სუბსტანციურ მოლაპარაკებებზე გადადიან”.
“მხარეები მოლაპარაკების პროცესის ფორმატის უცვლელობას ამტკიცებენ”,-აღნიშნულია ლავროვის განცხადებაში.