თბილისელი სომეხი, ირენა ხარაზოვა, დღეს ჯავახეთს ესტუმრა, რათა ყარაბაღს თავისი და ოჯახის მხრიდან დახმარება გადასცეს. ის პირველი, და ჯერ კიდევ ერთადერთი სომეხი ქალია, რომელიც ევერესტის მწვერვალზე (8848 მეტრი) ავიდა და ყარაბაღის დროშა აღმართა.
ირენა ხარაზოვას მშობლები თბილისიდან არიან, მაგრამ ის დაიბადა და გაიზარდა რუსეთში. ის რამდენჯერმე იყო სომხეთში, მაგრამ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში არასდროს ყოფილა. მან გადაწყვიტა, რომ ომის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ჩავა ყარაბაღში.
უკვე ერთი კვირაა მთიანი ყარაბაღის ომს ირინა დაძაბული ადევნებს თვალყურს. მან და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს ყარაბაღში სურსათ-სანოვაგე, თბილი ტანსაცმელი და პლედები გააგზავნონ. ამ მიზნით ის დღეს ჩამოვიდა ჯავახეთში, რათა დახმარება პირადად გადასცეს ახალქალაქის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აგროვებენ არა მხოლოდ ფულს, არამედ ტანსაცმელს, წამლებს და პროდუქტს, არჩევენ და შემდეგ სომხეთში აგზავნიან.
“მართალია, მე არ ვყოფილვარ არცახში, მაგრამ მე ვერ დავრჩები გულგრილი, სახლში ჯდომით ომს ვერ ვადევნებ თვალყურს. ვთვლი, რომ ყველა სომეხის ვალია, სამშობლოს დაცვაში მცირე წვლილი მაინც შეიტანოს”,- Jnews-თან საუბარში თქვა ირენა ხარაზოვამ.
ახალქალაქში ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ ხალხის ნაკადი არ წყდება. ყველა გვეხმარება, რითაც შეუძლია, ცდილობს სარგებელი მოიტანოს.
“ხალხი მუდმივად მოდის, ქალაქიდან, სოფლებიდან, ყველა მზად დახმარების გასაწევად მზადაა. დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, სკოლის ასაკის ბავშვები მოდიან და კითხულობენ, რისი გაკეთება შეუძლიათ, როგორ დაგვეხმარონ. ჩვენ 6 ფური გავაგზავნეთ. ყველაფერი გადარჩეული და ცალ-ცალკე ყუთებად არის დაწყობილი”,- თქვა ახალგაზრდა ადამიანმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში დახმარება ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, წალკაში და სხვა ადგილებში იკრიბება.