10 ოქტომბერს გამოცხადებული შეთანხმების მიუხედავად, საბრძოლო ქმედებები გრძელდება. კონფლიქტის შესახებ დაწვრილებით JNEWS-ის შემდეგ მასალებში შეიტყობთ.
ვითარება დღეს
მთიანი ყარაბაღის ლიდერის პრეს-მოადგილის, ვაგრამ პოღოსიანის თქმით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეჩერების ჰუმანიტარული რეჟიმის უხეშ დარღვევას აგრძელებს და დილით ადრე ფრონტის მთელ ხაზზე მსხვილმასშტაბიანი საომარი ქმედებები დაიწყო.
პოღოსიანის თქმით, არტილერიებით ასევე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ.
“სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად საომარ ქმედებებში აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე ათასი დაქირავებული ტერორისტი. ყარაბაღის თავდაცვის არმია მძიმე ბრძოლას ახორციელებს და მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებების მოგერიებას ცდილობს”,- საკუთარ Facebook გვერდზე წერს ყარაბაღის ლიდერის პრეს-მოადგილე.
ასევე, ყარაბაღის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით პოღოსიანი იტყობინება, რომ ქალაქ ასკერანში, მარტუნში და მარტაკერტში ღამე მშვიდი არ ყოფილა.
“აზერბაიჯანი არცახის დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებს, რითაც 10 ოქტომბერს, ჰუმანიტარულ მიზნებში გამოცხადებული ცეცხლის შეჩერების რეჟიმს არღვევს. ღამე სროლები სამოლქალაქო ობიექტების მიმართულებით მიმდინარეობდა. მარტაკერტში ერთი ბინა დაიწვა. დაჭრილები და დაღუპულები არ არიან”,- აღნიშნა ყარაბაღის ლიდერის პრეს-მოადგილე.
აზერბაიჯანული მხარე, თავის მხრივ, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შესახებ იტყობინება, კერძოდ, ტერტერისა და აგჯაბედინის რაიონები, რასაც სომხური მხარე კატეგორიულად უარყოფს.
აკრძალული საომარი მოწყობილობების გამოყენება
ყარაბაღის საინფორმაციო ცენტრი ინტყობინება, რომ ყარაბაღის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის სამაშველო ძალების სპეციალური ჯგუფები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს და ამავდროულად
აუფეთქებელი ჭურვებისა და მინების განაღმვით სამუშაოებს აწარმოებენ.
შეტყობინების თანახმად, მხოლოდ სტეფანაკერტში აღმოჩენილია თურქეთისა და ისრაელის წარმოების 673 სარაკეტო, დასარტყამი და კასეტური ჭურვები.
აუფეთქებელი საბრძოლო ჭურვები გამნაღველებმა დედაქალაქის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო ადგილას გაიტანეს და გაანადგურეს.
სამხედრო დანაკარგი
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია იტყობინება, რომ 12-13 ოქტომბერს დაღუპული გამოქვეყნებული სამხედროების სია რიგ უზუსტობას შეიცავდა. ამას წინათ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბრიდან დღემდე სომხური მხარე 532 სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება.
აზერბაიჯანი არ აქვეყნებს სამხედრო დანაკარგის მონაცემებს, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ამჟამად ეს “სამხედრო საიდუმლოებაა”.
სამოქალაქო დანაკარგი
12 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მთიან ყარაბაღში სამოქალაქო მოსახლეობას შორის სულ მცირე 31 დაღუპულია, იტყობინება ყარაბაღის ომბუდსმენი არტაკ ბეგლარიანი.
Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში მან დაწერა, რომ ბოლო დღეებში საავადმყოფოში მიყენებული დარტყმების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მან აღნიშნა, რომ ამ სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
აზერბაიჯანის მხარე, თავის მხრივ, იტყობინება, რომ სომხური მხარის ქმედებების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის 41 დაღუპულია, 205- დაჭრილი.
საერთაშორისო ორგანიზაციები
რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანაწარმომადგენლებსა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპშიკს ხვდება.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მოადგილე ანნა ნაგდალიანი იტყობინება. ეს არის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში, რომელიც ჯერ კიდევ მთიან ყარაბაღში ომის განახლებამდე იყო დაგეგმილი. გუშინ ზოჰრაბ მნაცაკანიანი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსს სერგეი ლავროვს შეხვდა. ორი საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრის მთავარი თემა, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება გახდა.
ოფიციალური პარიზი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეჩერების რეჟიმის დარღვევას განიხილავს. “ჩვენ ძალადობის გაგრძელებას განვიხილავთ, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, და მოვუწოდებთ შეწყვეტას”,- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მოადგილემ პრეს-კონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, ცნობილია თუ არა, კონფლიქტის მხარეებს შორის რომელმა დაარღვია მოსკოვში მიღწეული შეთანხმება პირველად.
გუშინ გერმანიის კანცლერმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაურეკა. ფედერალური ხელისუფლების პრეს-მოადგილის თანახმად, ანგელა მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარე ვალდებულია ცეცხლის შეჩერების მოლაპარაკება დაიცვას.
სომხეთის ხელისუფლების პრეს-სამსახურის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა კანცლერს სიტუაცია წარუდგინა და მთიანი ყარაბახის მხრიდან ადამიანთა უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აზერბაიჯანის ლიდერისა და გერმანიის კანცლერის კონტაქტზე არაფერია ნათქვამი.
ცეცხლის შეჩერების რეჟიმის დაცვისაკენ მოწოდებით ოფიციალური ტეგერანიც წარსდგა. გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ორ მეზობელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მოლაპარაკებების განახლებას მზად არის ხელი შეუწყოს.
მეზობელი ქვეყნებისა და დასავლეთის მოწოდებებს შორის, რომლებიც ორივე მხარეზე თანაბრად არის მიმართული, ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთი აგრძელებს მხოლოდ ერთი მხარის- აზერბაიჯანის- მხარდაჭერას.
“ბაქო სამართლიანობას კიდევ 30 წელი ვერ დაუცდის”,- თქვა დღეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა რუს კოლეგასთან სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარში. ანკარის წარმომადგენელმა კვლავ მთელი დაძაბულობის და ცეცხლის შეჩერების რეჟიმის დარღვევის პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა.
აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური შეტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ადრე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ქვეყანა-თანაწარმომადგენლები, მათ შორის აშშ, მაღალ დონეზე მოუწოდებენ მესამე ქვეყნებს ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩაერიონ და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ისედაც დაძაბულ ვითარებას უფრო დაძაბავს.