დღეს დილით ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტაბილურ-დაძაბული ოპერატიული ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ღამის განმავლობაში არ შეცვლილა.
“ღამის შემდეგ და დილით ადრე მოწინააღმდეგემ ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტები დაბომბა. კერძოდ, “სმერჩ”-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებით, მოწინააღმდეგის ძალებმა, დაბომბეს სტეფანაკერტი, შუში და ახლო მდებარე დასახლებული პუნქტები”,- აღნიშნეს ყარაბაღის თავდაცვით უწყებაში.
“ახლახან თავდაცვის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მორიგი “ბაირაკტარის” ტიპის უპილოტო მფტინავი აპარატი.
თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები სამხედრო ამოცანის შესრულებას განაგრძობენ და აკონტროლებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას”,- ნათქვამია შეტყობინებაში.