ღამის განმავლობაში ყარაბახის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილურად დაძაბული ვითარება იყო შენარჩუნებული, – ამის შესახებ დილით მთიანი ყარაბახის თავდაცის უწყებამ გვაცნობა.
“ცალკეულ ნაწილებში სხვადასხვა ინტენსივობის საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობდა”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
“დილით სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსალეთის მიმართულებით მოწინააღმდეგემ სარაკეტო-საარტილერიო სროლები, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შედარებით ინტენსიური ცეცხლის გამოყენება განაახლა, რითაც ჰუმანიტარული შეთანხმება დაარღვია”,- განაცხადეს ყარაბახის თავდაცის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ყარაბახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები “მოწინააღმდეგის აქტიური შეტევების მოგერიებისთვის ფრონტის წინა ხაზზე ნებისმიერი მიმართულებით შესაბამის ქმედებებს ახორციელებენ, სამშობლოს საზღვრების დაცვის წმინდა მისიის თავდაჯერებულად შესრულებას განაგრძობენ”.