ღამის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება სტაბილურად დაძაბული იყო, ოპერატიულ-ტაქნიკური ვითარება არ შეცვლილა, იტყობინება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო.
“ფრონტის სხვადასხვა ნაწილში გრძელდებოდა სროლები, საარტილერიო ბრძოლები, მოწინააღმდეგემ მშვიდობიან მოსახლეობას სარაკეტო დარტყმები მიაყენა”,- იტყობინება ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
“თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მთლიანად აკონტროლებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას და ნებისმიერი სახის განვითარებისათვის მზად არიან”,- ნათქვამია შეტყობინებაში.