სომხეთში კორონავირუსის 2 467 ახალი შემთხვევა დადასტურდა სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 387 490 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 086 გარდაიცვალა, 350 636 კი – გამოჯანმრთელდა.