კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევიდან 1202 გამოვლინდა თბილისში, 469 – აჭარაში და 302 – იმერეთში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 18 თბილისში, აჭარაში – 9, იმერეთში -9, შიდა ქართლში -2, ქვემო ქართლში – 5, ერთი კახეთში და ერთი სამცხე-ჯავახეთში.

”ინფიცირების დღეს გამოვლენილი 3117 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მაჩვენებლები შემდეგია: 1202 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 469 – აჭარაში, 302 – იმერეთში, 259 – ქვემო ქართლში, 173 – შიდა ქართლში, 61 – გურიაში, 355 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28 ”, – თქვა ბერდია სიჭინავამ.