დღეს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, ვაგრამ დუმანიანმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და უფლებამოსილი ელჩის გიორგი საგანელიძის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. ამის შესახებ, ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
სომხეთში საქართველოს საგანგებო და უფლებამოსილმა ელჩმა, გიორგი საგანელიძემ მინისტრ ვ. დუმანიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თქვა, რომ კორონავირუსის გამო, შეხვედრა გადაიდო, მაგრამ მოხარულია, რომ საბოლოოდ შედგა. დიპლომატმა გამოხატა იმედი, მართალია, მინისტრი თანამდებობაზე სომხეთისთვის რთულ პერიოდში დაინიშნა, მისი გამოცდილების დახმარებით ის შეძლებს გამოწვევების გადალახვას და მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტას.
ვ. დუმანიანმა შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სომეხ და ქართველ ერს ბევრი საერთო აქვს, ხოლო ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი თქმით, 2020 წელი სომხეთისთვის რთული იყო. ჯერ კორონავირუსმა, შემდეგ ომმა გამოიწია გამოუსწორებელი ადამიანური მსხვერპლი.
“აზერბაიჯანის კონტროლ ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე სომხური კულტურის ძეგლების ბედისწერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც გარდა იმისა, რომ სომხურია, ასევე დიდ ადამიანურ ღირებულებას წარმოადგენს”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სომხურ მხარეს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ქართველი პარტნიორების შესაძლო მხარდაჭერის იმედი აქვს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სომხეთი მცირე ვადებში გადალახავს ომის შედეგებს. ელჩმა ცნობილი ქართველი პოეტის, პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ მხოლოდ ძლიერ სომხეთთან ერთად არის სამხრეთ საქართველო ძლიერი.
შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ვ. დუმანიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების სტიმულირება, რაც სპეციალისტების სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობას უზრუნველყოფს. მინისტრთან სოლიდარობის გამოხატვით გიორგი საგანელიძემ განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობისთვის არის დიდი პოტენციალი.
შეხვედრის დასრულებისას მხარეებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების და სტუდენტების ერთობლივი გაცვლითი პროგრამების აქტივიზაცია და განვითარება განიხილეს.