მთიანი ყარაბაღის მთავრობამ დღეს, სომეხი სამხედრო პირების მეორე სია გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
მასში, პირველი სიის მსგავსად, 40 სამხედრო პირის სახელია მოცემული.
დღემდე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საომარი ქმედებების შედეგად, რომლებიც უკვე 11 დღეა გრძელდება, სომხურ მხარეზე საერთო ჯამში 320 სამხედრო პირი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი არ აქვეყნებს სამხედრო დანაკარგს და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას შორის არსებული დანაკარგის შესახებ იტყობინება.