დღეს, 24 თებერვალს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მისალოცი მიმართვა გაუგზავნა.
შეტყობინებაში ნათქვამია:
«თქვენო აღმატებულებავ!
გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წოდებაზე საქართველოს და ქართველი ერის საკეთილდღეოდ წარმატებას გისურვებთ.
სომხეთსა და საქართველოს შორის მყარი მეგობრობა დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან ორმხრივ კონტაქტებზე, ღრმა პატივისცემაზე და ჩვენს ერებს შორის ნდობაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, ერთობლივი პროგრამების რეალიზებისთვის მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ».