სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 იანვრის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“ 164 676 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 153 064 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსული ინფექციით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 2 998 ინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა.
კიდევ 729 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სომხური მედია წერს, რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 3 727-ს შეადგენს.