სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 168 830 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 138 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 160 838-ია.