მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა, – მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.
მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 66 231 071 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 812 547 ადამიანი, 1 524 457 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 894 067 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.