დღეს, 26 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
9 ადიგენი,
4 ასპინძა,
29 ახალციხე,
5 ახალქალაქი,
50 ბორჯომი,
2 ნინოწმინდა,
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 71 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1190 პირი:
1. ადიგენის – 163 პირი;
2. ასპინძა – 95 პირი;
3. ახალციხე – 295 პირი;
4. ახალქალაქი – 236 პირი;
5. ბორჯომის – 277 პირი;
6. ნინოწმინდის – 114 პირი.
კოვიდ კლინიკაში (255ადგილი) მოთავსებულია 163 პაციენტი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პირი 1 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 82 წლის მამაკაცი, 1 ახალციხის მუნიციპალიტეტში 70 წლის ქალბატონი, გამოჯანმრთელდა 110 ადამიანი.
საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8732 შემთხვევაა გამოვლენილი.
სულ გარდაცვლილია 80, სულ გამოჯანმრთელებული – 8184 პირი. ჩატარებულია 15738 აცრა.