ცხოვრების აჩქარებულ ტემპთან ერთად ელექტრონული წისქვილი წყლის წისქვილს ანაცვლებს, თუმცა სოფელ კულიკამში 84 წლის მნაცაკან შახბეკიანი აგრძელებს მემკვიდრეობით საქმიანობას და აპირებს თავის უფროს ვაჟიშვილს გადასცეს მისი წყლის წისქვილის საქმე.

mnacakan1

სოფელ კულიკამის წყლის წისქვილი ერთადერთია არსებულთა შორის. დროთა განმავლობაში მეწისქვილეები გადავიდნენ ელექტრონულ წისქვილზე, რადგან ის სწრაფად ფქვავს, თუმცა ისე წვრილად არა, როგორც წყლის წისქვილი. მარცვლეულის დასაფქვავად ხალხი მუდამ წყლის წისქვილს ეძებს და რასაკვირველია ბევრი ვეღარც ნახულობს.

mnacakan5

ბაბუა მნაცის წისქვილი 1943 წელს მისი წინაპრების მიერ იყო აშენებული. ისინი სოფელ კულიკამში დასავლეთ სომხეთიდან, სნკარიჯიდან გადმოსახლდნენ. შახბეკიანები მემკვიდრეობით მეწისქვილეები არიან. აქ დამკვიდრების შემდეგ მათ საკუთარი წისქვილი ააშენეს.

mnacakan2

“მხოლოდ სოფელ კულიკამში 75 სახეხი ქვა იყო, მათ ააშენეს ისეთივე წისქვილი, როგორიც დასავლეთ სომხეთში ჰქონდათ”,- მწუხარებით იხსენებს მნაც ბაბუა და ყვება, რომ იყო დრო, როდესაც მარცვლეული ყველას ჩამოჰქონდა კულიკამში, ახლა კი ელექტრონულ წისქვილებს ამუშავებენ.
მნაც ბაბუას წისქვილში რამდენიმე სახეხი ქვა აქვს, სქელი და წვრილი ქერისთვის და კიდევ ცალკე ქვა ხორბლისათვის. ამ წისქვილს აქ “ერკანკს” უწოდებენ.

mnacakan3

“ელექტრონული წისქვილები ბევრად სწრაფად ფქვავენ მარცვლეულს. სანამ ჩემი წისქვილი დაფქვავს 1 ტომარას, ელექტრონული წიექვილი 3-ჯერ მეტ მარცვალს ამუშავებს”,- ამბობს მნაცაკან შახბეკიანი.
ის დაწვრილებით აღწერს წისქვილისა და “ერკანკის” მუშაობის პრინციპს. “ერკანკიც” მუშა მდგომარეობაშია. ბაბუა მნაცის თქმით, მან ის ბოლოს ერთი კვირის წინ გამოიყენა.
მეწისქვილე ამბობს, რომ მარცვლეული მშრალი უნდა იყოს. მარცვლეული დასაფქვავად სოფელ ბავრიდან, ხულგუმოდან, კარტიკამიდან და ქალაქიდანაც ჩამოაქვთ.

mnacakan4

საბჭოთა პერიოდში წისქვილი კოლმეურნეობას ემსახურებოდა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მნაცაკან შახბეკიანმა სასამართლოს მეშვეობით დაიბრუნა საკუთრება.
მნაც ბაბუამ წისქვილზე მუშაობა მამისაგან ისწავლა, ხოლო მის საქმეს მისი უფროსი ვაჟიშვილი განაგრძობს.
“უმცროს ვაჟშ ეს არ სჭირდება, ის მოსკოვშია, მაგრამ უფროსი უკვე მეხმარება, როდესაც რაღაცა ფუჭდება ის აკეთებს ყველაფერს. როცა წყალი ნაკლებია წისქვილი ვერ მუშაობს”,- ამბობს მნაცაკან შახბეკიანი.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ტრადიციულს ანაცვლებს ახალი, მექანიკური და ეკოლოგიურად ნაკლებად სუფთა. ისტორია ერთეული ადამიანების წყალობით “არსებობს”…