ღამის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური დაძაბულობა იყო შენარჩუნებული. ამის შესახებ დილით ყარაბაღის თავდაცვის არმიამ განაცხადა.
“დილით მოწინააღმდეგის ძალებმა, კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეჩერების ჰუმანიტარული რეჟიმი, განაახლეს სარაკეტო-საარტილერიო სროლები, ამავდროულად ჩრდილოეთის მონაკვეთზე შეტევითი მცდელობები დაიწყეს. თავდაცვის არმიამ მოწინააღმდეგის შეტევების აღკვეთისათვის და თავდაცვითი ხაზის გამყარებისათვის შესაბამისი ზომები მიიღო”,- ნათქვამია თავდაცვის არმიის პრეს-სამსახურის შეტყობინებაში.
ყარაბაღის მთავრობამ განაცხადა, რომ “ამჟამად ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება თავდაცვის არმიის კონტროლის ქვეშაა მოქცელი”.
სამხედრო დანაკარგი
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ 29 სამხედრო პირის სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
დღემდე გავრცელებული მონაცემების თანახმად, საბრძოლო ქმედებების შედეგად, რომელიც 27 სექტემბრიდან გრძელდება, სომხურ მხარეს, საერთო ჯამში, 633 სამხედრო პირი ჰყავს დაღუპული.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი არ აქვეყნებს სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ იტყობინება.
ამასთანავე, სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანს უკვე დაახლოებით 6 ათასი სამხედრო პირისა და მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკის დანაკარგი აქვს.
საერთაშორისო ორგანიზაციები
15 ოქტომბერს ყარაბაღის პრობლემას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კვლავ მიმართა.
მან თქვა, რომ, რაც დღეს აზერბაიჯანში და სომხეთში ხდება, ძალიან სახიფათოა.
“ახლა არის თურქეთი, რომელიც ჩაერია და აზერბაიჯანს რესურსები მიაწოდა, რისკი და ცეცხლის სიმძლავრე გაზარდა, მთიანი ყარაბაღისთვის ამ ისტორიულ ბრძოლაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 150 ათას ადამიანს შეადგენს”,- აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
“ჩვენ ვიმედოვმებთ, რომ სომხები შეძლებენ თავდაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანი აკეთებს, რომ ყველა, სანამ ეს მოხდება, ცეცხლის შეჩერების სწორ გზას მიაღწევენ, რათა დასხდნენ და ამაში გარკვევა სცადონ- რაც რეალურად ისტორიული და რთული პრობლემაა”,- ხაზი გაუსვა პომპეომ, კვლავ აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის ურეგულირობა უნდა განხორციელდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი განხილვის შედეგად, და არა შეიარაღებული კონფლიქტის გზით და მითუმეტეს მესამე ქვეყნების მონაწილეობით, “რომლებიც მზად არიან საკუთარი ცეცხლის ძალა მიაწოდონ”.
ევროპარლენტის თავმჯდომარემ დავიდ სასსოლიმ, თურქეთი მთიან ყარაბაღში საბრძოლო ქმედებების გაფართოების ხელშეწყობისა და ევროსაბჭოს მიმართებით პროვოკაციული ნაბიჯებისათვის გააკრიტიკა.
“თურქული რიტორიკა სულ უფრო საბრძოლო ხდება, და მთიან ყარაბაღში კონფლიქტი აშკარად არ ამსუბუქებს მას”,- დღეს ბრიუსელში განაცხადა სასსოლომ.