ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის მკვიდრი სამველ ჰოვანისიანი მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო ქმედებების შედეგად გარდაიცვალა.

“სამველ სურენის ძე ჰოვანესიანი, დაბადებული 1995 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანში, სამშობლოსთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. იგი ვაზგენ სარქისიანის სახელობის სამხედრო სკოლაში მსახურობდა. გამოირჩეოდა სიმამაცითა და პატრიოტიზმით. ჩვენი გმირი, 7 წელზე მეტია, რაც სამხედრო მეთაური იყო და ყოველთვის იცავდა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს, რისთვისაც მას მრავალი ჯილდო, მედალი და წოდება მიენიჭა.

ამჯერად, ომის პირველი დღიდან, ის და მისი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე იყვნენ და ებრძოდნენ მტრის აგრესიას. სამწუხაროდ, ჩვენს შვილისთვის ეს ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდა. ეს აღუდგენელი დანაკარგია.

ეს ტკივილი სამუდამოდ დარჩება ნათესავების, მშობლების და მეგობრების გულში. დიდება და პატივი, ჩვენს უკვდავ გმირს!”,- წერს გარდაცვლილის გვერდზე ფეისბუქის მომხმარებელი სემ გაბრიელიანი.