“შუშის მახლობლად ბრძოლა გრძელდება. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ასრულებენ მათ ამოცანას და მოწინააღმდეგეს ინიციატივას ართმევენ”. ამის შესახებ დღეს დილით საკუთარ Facebook გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილემ შუშან სტეფანიანმა დაწერა.
ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები 8 ნოემბრიდან 9 ნოემბრის დილამდე თავდაცვით ბრძოლას ატარებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის, სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, იტყობინება ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო.
“შუში-ქარინ ტაკის რაიონში მოწინააღმდეგის დაჯგუფებებთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მნიშვნელოვანი ძალები დაკარგეს, მათ უკან დაიხიეს. ამის შედეგად ჯარმა შედარებით სასარგებლო პოზიციები დაიკავა.
განსაზღვრულ პერიოდში მოწინავე ხაზის სხვადასხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის 1 ტანკი, 4 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და 8 უპილოტო მფრინავი აპარატი იყო განადგურებული. სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით თავდაცვის არმიის ძალებმა 1 ტანკი და საარტილერიო საშუალებები დაიპყრეს”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
საბრძოლო ქმედებებთან ერთად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ქალაქების მიმართულებით საარტილერიო და ავიადარტყმების მიყენება განაგრძეს.
“ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია თავდაცვის არმიის მიერ კონტროლდება”,- იტყობინება ყარაბაღის სამხედრო უწყება.