ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული საავადმყოფოს კომპლექსის, «გერაცის» №1 ხელმძღვანელმა, არმენაკ ბდოიანმა 1-ლი ოქტომბრიდან სამი კვირა სტეფანაკერტის სამხედრო ჰოსპიტალის საოპერაციოში გაატარა.
4-5 დღეში საავადმყოფოში 150-200 დაჭრილი მიიღეს. მიმდინარეობდა სიცოცხლისათვის ბრძოლა, ექიმებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ.
« 20 წუთზე მეტი ხნით საოპერაციო მაგიდას ვერ ვიკავებდით, მეტი ხნით, რომ დაგვეკავებინა, მაგალითად, 3 საათით, სხვა ჯარისკაცებს დავკარგავდით»,- ყვება ექიმი.
თუმცა, 20 წუთიც საკმარისი იყო, რომ ყველას სახე დაგვემახსოვრებინა. ის ამბობს, რომ დავიწყება შეუძლებელია.
«არ მგონია, რომ ვინმეს სახე ჩემს თვალებს არ დაამახსოვრდა. გარწმუნებთ, რომ ეს საშინელებაა. როცა სამუშაოს შემდეგ ერევანში ჩვენს განყოფილებაში ვბრუნდები, იმ ჯარიოსკაცებს, ვინც იქ ვნახე, აქ ვხედავ, კითხვა არ მჭირდება, მე ისინი ყველა ზეპირად ვიცი»,- აღნიშნავს ის.
მას სირთულეებიც ახსოვს, მაგრამ ამაზე საუბარი არ უნდა. მრავალსაათიან ოპერაციებს შორის 10-წუთიანი შესვენება ჰქონდათ. ამბობს, რომ ეს სავსებით საკმარისი იყო. ომიდან გარკვეული დროის შემდეგ, ამ ომში ბრძოლისთვის არმენაკ ბდოიანი «საბრძოლო მსახურებისთვის» მედლით დაჯილდოვნდა, მას ასევე «ტიგრან დიდის» ორდენი გადასცეს, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო თეთრი არმიის გმირებისთვის – ეს თითიეული გადარჩენილი სიცოცხლეა.
«ყველა ექიმისათვის, რომელიც არაამპუტაციისთვის იბრძვის, კიდურების მინიმალური მოძრაობაც კი სასიხარულოა. ამის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. რასაკვირველია, როცა პაციენტი სიარულს იწყებს – ეს ექიმს უფრო მეტად აბედნიერებს»,- ამბობს არმენაკ ბდოიანი.
მასალა გვერდიდან: factor.am
ფოტოზე: 4 ექიმი ჯავახეთიდან, რომლებიც ომის დროს ყარაბაღში იმყოფებოდნენ.