სოფელი დილიფი ქალაქ ნინოწმინდიდან 10 კმ-ში მდებარეობს. აქ 240-250 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის არსებობის ძირითადი წყარო მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობაა. თუმცა ბევრია, ვინც სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფს ისეთივე პრობლემები აქვს, როგორც ყველგან. სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების პრობლემებით დაწყებული საზღვარგარეთ სამუშაოსთან დაკავშირებულ სირთულეებით დასრულებული.
«ჩვენ კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა გვაქვს, ვერ ვყიდით. მყიდველები არ მოდიან, თბილისშიც ვერ მივდივართ, რადგან კომენდატის საათია დაწესებული, 21:00 საათამდე ვერ მივალთ თბილისამდე. თუკი გზის დანახარჯს გამოვაკლებთ, ჩვენ არაფერი დაგვრჩება. ხოლო აქ, ადგილზე, მსხვილ კარტოფილს 30 თეთრად ყიდულობენ. სასუქში 40 ლარს ვიხდით, თესლს 3,60 ლარად ვყიდულობთ, შემოსავალი არ არის», – ამბობს სოფელ დილიფის მცხოვრები, სედრაკ მარკოსიანი.
სოფლის მოსახლეობას საქონელსაც ვერ ყიდის სასურველ ფასად.
«ძირითადად მესაქონლეობით ვართ დაკავებულები, მაგრამ მყიდველები მოდიან, ძირითადად, მამალ საქონელს ყიდულობენ და იმ ფასად, რომელიც მათ აწყობთ, ხოლო სოფლის მოსახლეობას ფული უნდა, გვინდა თუ არა, მათ მიერ შემოთავაზებული ფასში გაყიდვა გვიწევს», – ამბობს სედრაკ მარკოსიანი.
ისევე, როგორც მთლიანად ჯავახეთის, სოფელ დილიფის მოსახლეობამ შარშან ვერ მოახერხა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა.
«სოფლიდან საზღვარგარეთ დადიან სამუშაოდ, მაგრამ წელს კორონავირუსის გამო ყველა სოფელში დარჩა, ახლა, როცა საზღვარები გაიხსნა, ხალხი თანდათან წავიდა. ხოფანი (უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანი) ჩვენთვის მომავლის გარანტი არ არის, ჩვენ გვინდა, აქ რამე შეიქმნას»,- დასძენს სედრაკი.