მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური-დაძაბული სიტუაციაა, ღამის განმავლობაში ცვლილებები არ ყოფილა, გვაცნობებს ყარაბაღის თავდაცვის არმია და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მონაკვეთში საარტილერიო ბრძოლა და სროლები გრძელდებოდა.

გვაცნობებენ, რომ საღამოს, აზერბაიჯანის ძალებმა უხეშად დაარღვიეს ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმა და ასკერანი დაბომბეს, ხოლო გვიან ღამით მარტუნისკენ აიღეს გეზი.

“ამჟამად ლოკალური ბრძოლები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. თავდაცვის არმია აგრძელებს მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების ძებნას და განადგურებას, რომლებიც დაქირავებული ტერორისტებისგან შედგებიან”,- ნათქვამია შეტყობინებაში.

სამხედრო დანაკარგი

ყარაბაღის თავდაცვის არმიამ კიდევ 26 სამხედროს სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგს ბრძოლაში დაიღუპნენ.

საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან, სომხურ მხარეზე 897 სამხედრო პირია დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მხარე სამხედრო დანაკარგზე ინფორმაციას არ ავრცელებს, ამას ასაბუთებს იმით, რომ ეს “სამხედრო საიდუმლოებაა”.

საერთაშორისო ორგანიზაციები

ყარაბაღის კონფლიქტის რეგიონში მშვიდობისმყოფელების შეყვანა სომხური მხარისთვის მისაღებია, ესენი შეიძლება რუსეთის მშვიდობისმყოფელებიც იყვნენ, დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსთან” სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

“მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში აზერბაიჯანის მშვიდობისმყოფელების შემადგენლობის მოსაზრება სომხეთის მოსაზრებას არ დაემთხვევა. თუ კომპრომისებზე ვისაუბრებთ, რუსული მშვიდობისმყოფელების არსებობა აქაც კომპრომისული ვერსია შეიძლება გახდეს. რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანთან და სომხეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია სხვა რეგიონალური ქვეყნების აზრის გათვალისწინება, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულმა მშვიდობიანმა ძალებმა რეგიონი დაასტაბილიზირონ, და არა პირიქით”,- თქვა ფაშინიანმა.

ნატო ელოდება, რომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში თავისი გავლენას დაასუსტებს, დღეს ბრიუსელში განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“დიახ, თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ ჩვენ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ თურქეთი თავის გავლენას რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად გამოიყენებს”,- თქვა მან.