დღეს, 29 სექტემბერს, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო არცახ-აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანი ეროვნების დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებით წარდგა.
ქვემოთ მთლიან ტექსტს წარმოგიდგენთ.
“27 სექტემბერს, დილით ადრე, აზერბაიჯანის მხარემ რეგიონში შედარებითი დროებითი ზავი და ცეცხლის შეჩერების რეჟიმი კიდევ ერთხელ დაარღვია, დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეტევები არცახის გადამკვეთ ხაზთან, გამოიყენა ყველა არსებული სამხედრო რესურსი, რითაც დარტყმა გადამკვეთ მთლიან ხაზს და მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებს მიაყენა. შეტევამდე და მის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს ფაქტს, რომ აღნიშნული ესკალაციისათვის აზერბაიჯანი დიდი ხანია ემზადებოდა და აზერბაიჯანული მხარე დაწყებული ომის ყველა შედეგზეა პასუხისმგებელი.
თურქეთის ოფიციალური განცხადებები ადასტურებეს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მეგობარ აზერბაიჯანს უჭერს მხარს და აშკარა იმის დემონსტრირებას აკეთებს, რომ ყველა საომარი ქმედების უკან თურქეთი დგას.
ამ რეალობას მთელმა მსოფლიომ მშვიდობისა და ურთიერთგაგებისაკენ მოწოდებებით უპასუხა, იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც რეგიონში თურქულ-აზერბაიჯანული აგრესიის შესახებ საკმაოდ მაღალ დონეზე საუბრობდნენ. საქართველომაც მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველოს ახლანდელი პარლამენტის დეპუტატობის მანდატის მქონე ორმა აზერბაიჯანელმა, საკუთარ თავს სახელმწიფო დონის ფარგლებს გარეთ გასვლის ნება მისცეს და ილჰამ ალიევს საომარი მოწოდებებით მიმართეს. მათ არ შეეშინდათ სომხური მხარე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და დანაშაულის ჩადენაში დაედანაშაულებინათ, რითაც, ორი მეგობარი ერის მშვიდობიანი თანამეგობრობის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
ქართულმა მხარემ მაღალი თანამდებობის პირების გამოთქმები არ უარყო, დროა შეგახსენოთ აზერბაიჯანის სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მოძრაობის აკრძალვის შესახებ, რომელიც ქართველ მომლოცველთათვის, საქართველოს ისტორიულ ძეგლებს შორის, ერთ-ერთი სათაყვანისმცემლო ქრისტიანული სალოცავია, რისთვისაც ოფიციალურ ბაქოს არავითარი საფუძველი არ წარუდგენია.
ახალქალაქი-ნინოწმინდიდან მაჟორიტარი სისტემით შერჩეულმა დეპუტატმა არცახში შექმნილ სიტუაციაზე რეაგირება მოახდინა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ საკითხში აზერბაიჯანის მიერ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ყველა მშვიდობიანი მცდელობა ირღვევა, ასევე ჯავახეთის სომხების სახელით არცახში მებრძოლ საკუთარ ძმებს მხარდაჭერა გამოუთქვა.
სომეხი ერის მისამარ თანადგომა ჯავახეთის ტერიტორიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩვენებში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებმა, რაიონული შეკრების დეპუტატებმა და სხვა თანამდებობის პირებმაც გამოთქვეს.
შექმნილი ვითარების შეჯამებით, შეუძლებელია არ შევიმჩნიოთ, რომ სომხური და ქართული სახელმწიფოები, რეგიონში, ერთიან ქრისტიანულ საყრდენად რჩებიან, რაც თურქეთისა და მისი მარიონეტული აზერბაიჯანისათვის არასასურველი კავშირია. ისინი ერთიან პანთურქულ მსოფლმხედველობას მიყვებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს ორი მეგობარი ერის შენარჩუნება და მათი მაერთებელი ხიდის – ჯავახეთის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ურყევი მეგობრობისა და ურთიერთგაგების პრინციპებზე და ორმხრივ ინტერესებს პასუხობს.
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო”