აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ყარაბაღში მარტუნის რაიონის სოფელ ხნაპატის მიმართულებით ნაღმტყორცნიდან სროლებს ახორციელებენ, – ამის შესახებ ნათქვამია ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეტყობინებაში ნაწილობრივ ნათქვამია:
„აზერბაიჯანულმა მხარემ 11 მარტს, დაახლოებით 10:20 საათზე, წინასწარი მონაცემებით, ასკერანის რაიონის სოფელ ხნაპატის სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან 2 ჭურვი ესროლა.
მსხვერპლი არ ყოფილა.
მარტუნის რაიონის სოფელ თაღავარდის მიმდებარედ არსებული აზერბაიჯანული პოზიციებიდან ხმამაღლა ისმის მუქარა და სოფლის დატოვების მოთხოვნა.
პოლიციის რაიონულ სამმართველოებში მასალები მზადდება“.