დღეს, 25 ოქტომბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანთან ერთად, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეჟიმის ახალ თარიღზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 

მთიან ყარაბაღში მორიგი ჰუმანიტარული მოლაპარაკება ბაქოსა და ერევანს შორის ძალაში 26 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ( 07:00 საათი მოსკოვის დროით) შევა, – ნათქვამია აზერბაიჯანის, სომხეთისა და აშშ-ს ერთობლივ განცხადებაში, ტექსტი გამოქვეყნებულია სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე.

“აშშ-მ ხელი შეუწყო საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის კგუფის თანათავმჯდომარეებს შორის ინტენსიურ მოლაპარაკებებს, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბახის კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარონ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში გვაცნობებენ, 24 ოქტომბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, – ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიხუნ ბაირამოვი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანს შეხვდნენ. ერვანმა და ბაქომ “ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეჩერების შეთანხმების შესრულების აუცილებლობა დაადასტურეს”, –  განაცხადეს უწყებაში.