აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა “უცხოური დახმარების შესახებ კანონში” აშშ-ს აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების შემცირების შესახებ ცვლილებებს. შესწორება შეთავაზებული იყო კონგრესმენ ფრენკ პალონეს მიერ, – იუწყება ANCA.
ამერიკელმა იურისტმა და პოლიტიკოსმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ფრენკ პალონემ სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა აზერბაიჯანის ფინანსური დახმარების შეჩერების წინადადება, ასევე, განაცხადა, რომ საჭიროა მთიანი ყარაბაღისთვის დახმარების გაწევა და 2 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა განაღმვითი პროგრამისთვის.
”ქალბატონებო და ბატონებო, ამ შესწორების მიღება გვაჩვენოს, რომ ვაშინგტონი მკაცრად გმობს ტოტალიტარულ რეჟიმს (აზერბაიჯანში), რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგრესია მიმართულია ახალგაზრდა დემოკრატიის წინააღმდეგ”, – აღნიშნა პალონმა.
აშშ-ს “უცხოური დახმარების შესახენ კანონში” 2022 ფინანსური წლისთვის შესწორება გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და სწავლების პროგრამებისთვის გათვალისწინებული სახსრები, ასევე გარე სამხედრო დაფინანსება, აზერბაიჯანს არ მიეწოდება.
შესწორება არ ბლოკავს დისკრეციულ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შესაძლოა გადაეცეს თავდაცვის დეპარტამენტს შეერთებული შტატების კანონის 333 -ე მუხლის შესაბამისად.
ანი მინასიანი