კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 28 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იტყობინება. უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, მთელს მსოფლიოში COVID-19 28,047,828 ადამიანს დაუდასტურდა.
უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეისთვის კორონავირუსით 906,195 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 18 849 981 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ვირუსით ინფიცირებულია 6 400 000-ზე მეტი ადამიანი. მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე ბრაზილია. ორივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხ მილიონს აჭარბებს.