კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა – ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, დაიხურა ბიზნესი, ეს ყველაფერი უმუშევრობის დონეზე აისახა.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ კიდევ უფრო გაართულა ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა უკრაინასა და მთლიანად რეგიონში, ქვეყნები იბრძვიან რეკორდულ ინფლაციასთან, ამკაცრებენ მონეტარული პოლიტიკას და რეცესიის საფრთხე არც ისე არარეალურია.
სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის დონე განსხვავებულია, უფრო მეტიც, ის მნიშვნელოვნად იცვლება წლების მიხედვით. კერძოდ, სომხეთში, 2017 წლიდან, უმუშევრობა იყო 17,17%, 2018 წელს – 19%, 2019 წელს – 18,3%, 2020 წელს – 21,2%, 2021 წელს – 20, 0%.
საქართველოში: 2017 წელი – 21,6%; 2018 წელი – 19,2%; 2019 წელი – 17.6%; 2020 წელი – 18,5%; 2020 წელი – 18,5%;
თურქეთში: 2017 – 10.8%, 2018 – 10.9%, 2019 – 13.7%; 2020 – 13.1%; 2021 – 13.4%;
აზერბაიჯანში: 2017 – 5%. 2018 – 4.9%, 2019 – 4.8%, 2020 – 6.5%, 2021 – 6.6%;
რუსეთში: 2017 წ.-5.2%. 2019წ.-4.5%; 2020წ.-5.6%; 2021წ.-5%;
ამრიგად, 2021 წელს რეგიონში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთში იყო, შემდეგ საქართველოში. უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში შარშან რუსეთში იყო.