მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების განცხადებით, აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია.
თავად ყარაბაღის პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთუნიანი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართავს, დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული. “აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში განლაგებული სამხედრო ობიექტები არცახის თავდაცვის არმიის სამიზნეები გახდნენ. აზერბაიჯანელ ხალხს მოვუწოდებ რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ქალაქები, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო დანაკარგები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
არაიკ ჰარუთიანიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, აზერბაიჯანის ტერორისტული არმია აგრძელებს სტეპანაკერტის მშვიდობიანი მოსახლეობის დარტყმას “პოლონეზის” და “სმერჩის” გამოყენებით.
მისივე თქმით, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.
შეგახსენებღ, რომ 27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანი თავს დაესხა არცახის რესპუბლიკას (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა), ბრძოლა მიმდინარეობს ძალების გადაკვეთის მთლიან ხაზზე. აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატების დარტყმების შედეგად დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი, სტეფანაკერტი, და სხვა ქალაქები. გარდაცვლილებს შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა. გარდა ამისა, ქალაქ მარტუნის დაცხრილვის შედეგად სომეხი და ფრანგი ჟურნალისტები იყვნენ დაჭრილი.