დღეს, 9 ოქტომბერს, “ჯავახკ” ფონდის ახალგაზრდებმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ სამ დღეში, მთიანი ყარაბაღისთვის შეგროვილი თანხის გიუმრიდან სრულიად სომხეთის ფონდ “აიასტანზე” გადარიცხვა მოახერხეს.
“ჯავახკ” ფონდის ახალგაზრდობამ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ სახსრების შეგროვების საერთო ეროვნულ აქციას “ჩვენ და ჩვენი საზღვრები: ყველა არცახისათვის” ასევე ჯავახეთის სომხები შეუერთდნენ.
“ჩვენი სახსრების შეგროვება ამით არ შემოიფარგლება, ის თანმიმდევრულ ხასიათს ატარებს. როგორც იქნა, დიდი შრომის შედეგად, სამი დღის შემდეგ შევძელით თანხის გადარიცხვა. ჩვენ 269 130 დოლარი გადავრიცხეთ, შევაგროვეთ 270 040 დოლარი, მაგრამ საქართველოში შუამავალმა ბანკმა 910 დოლარი დაიკავა. ჩვენი სამუშაო გამჭვირვალეა და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე”,- Facebook-ის პირდაპირ ეთერში “ჯავახკ” ფონდის ახალგაზრდობამ განაცხადა.
ორი დღის განმავლობაში მათ ქართული ბანკებიდან სრულიად სომხეთის ფონდ “აიასტანზე” თანხის გადარიცხვა არ შეეძლოთ, ამიტომ გიუმრიში ჩასვლა მოუწიათ.
JNEWS -მა ქართულ ბანკებს გაუგზავნა განაცხადი იმის შესახებ, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა შეგროვილი თანხის გადარიცხვა. ჩვენს მკითხველს ვაცნობებთ, როგორც კი პასუხს მივიღებთ.