დღეს, 22 ოქტომბერს, თბილისში მეტრომშენის კვარტალიდან ავლაბარის “სურბ ეჩმიაძინის” ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა, სახელწოდებით “არცახის სამართლიანი ბრძოლის მხარდასაჭერად”. მშვიდობიანი მსვლელობა საქართველოს ახალგაზრდა სომეხთა კავშირის მიერ იყო ორგანიზებული.

6

მშვიდობიან მსვლელობაში საქართველოს სომეხი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, იყვნენ პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი და კულტურული მოღვაწეები, ასევე ჯავახეთის მაცხოვრებლები.

JNEWS-ის გამოთვლებით, მსვლელობაში დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა.

მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები თბილისის მეტრომშენის კვარტალიდან “სურბ ეჩმიაძინის” სომხურ ეკლესიამდე მივიდნენ, სადაც მშვიდობისათვის ლიტურგია ჩატარდა და სანთლები დაანთეს.

8

“გამარჯვება უპირველესად ლოცვის გზით მოვა, რადგან ჩვენ შევიცანით ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ უდიდესი დახმარება, მფარველობა და წყალობა ჩვენ, უფლის იესო ქრისტესგან მოგვეცა. მთელს ჩვენს თავდაჯერებულობას და უფლის იმედს სომხური არმიის სიძლიერისა და სომეხი ჯარისკაცის ძალაში ვხედავთ. დღეს თბილისიდან სომხურ მხარისადმი მხარდაჭერას გამოვთქვამთ, რომელიც სიცოცხლისათვის კი არა, არამედ არცახში სიკვდილისათვის იბრძვის. სომეხი ერი დღეს ისევე, როგორც 100 წლის წინ, მტრის წინაშე მარტოა დარჩენილი”,- თქვა “სურბ ეჩმიაძინის” ტაძრის სასულიერო პირმა, ტერ ტათევ მარუკიანმა.

3

შეგახსენებთ, რომ თბილისში რიგით მეორე აქცია იმართება. პირველი აქციის მონაწილეები ქართული მედია საშუალებებისგან მთიანი ყარაბაღის ომის ობიექტურ გაშუქებას ითხოვდნენ.

2