6-7 სექტემბერს საქართველოში ამინდი უარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულებით ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება ქარი.
„6-7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.