როგორც ყარაბაღის თავდაცვის არმია იტყობინება, ღამის განმავლობაში ბრძოლები გრძელდებოდა კონფლიქტის ზონის სამხრეთ – დასავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით.
“საბრძოლო ქმედებების პარალელურად, მოწინააღმდეგის ძალები განაგრძობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლას. კერძოდ, სარაკეტო-საარტილერიო სროლები განხორციელდა მარტუნის, შუშის და სოფელ კარინ ტაკის მიმართულებით. ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხოდ აღნიშნული მიმართულებებით მოწინააღმდეგის ცხელ წერტილებს მიაყენეს დარტყმები.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ერთეული ავტოტექნიკა აამოქმედეს, ავეტარანოც- სხნახ მონაკვეთზე წინ წაწევის მცდელობა განახორციელეს. თუმცა, თავდაცვის არმიის ქმედებების შედეგად მოწინააღმდეგის ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადა და უკან დაიხიეს.
პირველი ნოემბრის დილით მოწინააღმდეგის ძალებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები, იმავდროულად მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებს სარაკეტო დარტყმები მიაყენეს. თავდაცვის არმია მოწინავე ხაზის მთელ სიგრძეზე ვითარებას მთლიანად აკონტროლებს, თვალყურს ადევნებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადაადგილებას და წერტილოვან დარტყმებს აყენებს”, – ნათქვამია თავდაცვის არმიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით სომხურმა მხარემ პოზიციურ გაუმჯობესებას და წინსვლას მიაღწია, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინსიტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა.
“შუადღით სხვადასხვა სახეობის იარაღიდან, ძირითადად “გრადისა” და “სმერჩის” მოწყობილობებიდან, მოწინააღმდეგეთა ძალებმა დაბომბეს ქალაქი შუში, მრავალრიცხოვან ნგრევასთან ერთად ნაწილობრივ დაზიანდა, ასევე სპარსული მეჩეთი “გოარ არა”.
სამხედრო ავიაცია გამოყენებული იყო ასევე მარტაკერტში. ქალაქი კვლავ გახდა დაბომბვის მსხვერპლი”, – ნათქვამია სომხეთის ერთიანი ინფორმაციული ცენტრის შეტყობინებაში.