21 დეკემბერს, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა, რონდელის ფონდთან ერთად, ონლაინ-დისკუსია გამართა თემაზე “ინფორმაცია და ინტეგრაცია ჯავახეთში”, სადაც ახალი გამოწვევები და ბარიერები განიხილეს.
ჩატარდა ძალიან აქტიური დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა, იაპონიისა და შვეიცარიის საელჩოების წარმომადგენლებმა, USAID-მ და IWPR-მა, ასევე რეგიონალური და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებმა, რეგიონალური და ცენტრალური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის წარმომადგენლებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომელიც ინტეგრაციის ახალ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. იყო წამოჭრილი ტროლებისა და ბოტების თემა, რომელიც მცდარ საზოგადოებრივ აზრს ქმნის და ჯანსაღ პროცესებს უშლის ხელს. ასევე განიხილა ინფორმაციის საკითხი, რომელიც უმცირესობების ინტეგრაციას ეხმარება ან პირიქით, აფერხებს. განიხილეს ფეიკ-ნიუსების ზეგავლენა ინფორმირებულობასა და მოსახლეობის განწყობაზე. დისკუსიის მონაწილეებმა გვერდი არ აუარეს ყარაბაღის კონფლიქტისა და ახალი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენას ჯავახეთის ინტეგრირებულობაზე.
დისკუსიის ინიციატორი იყო ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, საქართველო- ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. შეხვედრის ორგანიზებაში პარტნიორი ორგანიზაცია, ფონდი რონდელი დაეხმარა.
მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადალახვისათვის ახალი შესაძლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და მომავალში მსგავსი შეხვედრების ჩატარების იმედი გამოხატეს.