როგორც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაშია ნათქვამი, ღამის საათებში საბრძოლო ქმედებები ფრონტის ხაზის ყველა ძირითადი მიმართულებით გრძელდებოდა.
მეტად მძიმე და გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა შუშის და კარინ ტაკის რაიონებში. სომხურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის მრავალრიცხოვანი ძალა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გაანადგურეს.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ თავდაცვის არმიის საარტილერიო ნაწილები. სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებით თავდაცვის არმიის ძალებმა შეტევა განახორციელეს 2 ერთეული ტექნიკის მიმართ, რომელსაც მოწინააღმდეგის ჯარის პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მოწინააღმდეგის მხრიდან ძირითადი მიმართულებებით შეტევების მცდელობები გრძელდება. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ზომებს ღებულობენ, მოწინააღმდეგის დაჯგუფებებს პოულობენ და ამარცხებენ.
ამის შესახებ იტყობინება სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი. “არმიის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა აღმოსავლეთის მიმართულებით დაახლოებით 6:45 საათზე მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატის მიმართულებით განახორციელეს დარყმა”.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან სომხურმა მხარემ საერთო ჯამში მოწინააღმდეგის 257 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.