სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მთიან ყარაბაღის ღამის საომარი ქმედებების შესახებ წერს.
“ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ სცადა პოზიციების სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით (სანამ ჯებრაილამდე მიხვალ) გამყარება, თუმცა აზერბაიჯანის ქვედანაყოფები სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლით მოიგერიეს.
დილით, 06:30 საათიდან მორიგი სარაკეტო-საარტილერიო დარტყმის შედეგად, რომლის დროს ბრძოლის ველზე 60 დაღუპული და 22 ერთეული დაზიანებული ტექნიკა დატოვეს, პანიკაში ჩავარდნილი მოწინააღმდეგის სამი ბრიგადა გაიქცა. არსებობს ვიდეოჩანაწერი”, – წერს სტეფანიანი.
მისივე ინფორმაციით, სომხეთის ქვედანაყოფების ზუსტმა ცეცხლმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის საწვავ-საპოხი მასალის მსხვილი ბაზა გაანადგურა.
“ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით განვითარების შესაძლებლობა არსებობს”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი.