ღამით, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური დაძაბულობა შენარჩუნდა. ამის შესახებ დილით მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გვაცნობა.
შეტყობინების თანახმად, დილით აზერბაიჯანის მხარემ ჩრდილოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით “აქტიური საარტილერიო ცეცხლი” განაახლა.
“თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარების გაკონტროლებას განაგრძობენ და მოწინააღმდეგისადმი ახალი დანაკარგის მისაყენებლად ღებულობენ ზომებს”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
სამხედრო დანაკარგი
გუშინ, 14 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის სამხედრო ხელისუფლება კიდევ 23 სამხედრო პირის სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
ამას წინათ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბრიდან დღემდე სომხურმა მხარემ 555 სამხედრო პირის დაღუპვის შესახებ გვაცნობა.
აზერბაიჯანი სამხედრო დანაკარგის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ამჟამად ეს “სამხედრო საიდუმლოებაა”.
თურქეთმა აზერბაიჯანისათვის იარაღის გაცემა 6-ჯერ გაზარდა – სტატისტიკა
Reuters-ის მონაცემების თანახმად, წელს, აზერბაიჯანისათვის იარაღის მიწოდება თურქეთმა 6-ჯერ გაზარდა. თურქეთის ექსპერტების საბჭოს მონაცემების შესწავლის შედეგად, რომელიც 61 სფეროში მომუშავე 95 ათასზე მეტ კომპანიას ეხება, Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამავე წლის პირველ ცხრა თვეში, აზერბაიჯანმა თურქეთისგან 123მლნ დოლარის თავდაცვითი და საავიაციო მოწყობილობა შეისყიდა.
გარდა ამისა, გამოკვლევა აჩვენებს, რომ უპილოტო მფრინავი აპარატების, სარაკეტო სისტემების, სამხედრო მასალების და სხვა იარაღის შესყიდვის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში ივლისის შემდეგ დაიწყო, “როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეჯახებამ თურქეთს უბიძგა აზერბაიჯანთან ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაეტარებინა”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
ივლისში აზერბაიჯანმა თურქეთისგან 278 ათასი დოლარის იარაღი შეიძინა, აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 36მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო სექტემბერში, როდესაც საომარი ქმედებები დაიწყო,- 77,1მლნ დოლარი გახდა.
შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ გასული წლის ცხრა თვეში აზერბაიჯანმა თურქეთისგან სულ 20მლნ დოლარის იარაღი შეიძინა. იმავე სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში აზერბაიჯანმა პირველი ადგილი იმ ქვეყნებს შორის დაიკავა, რომლებიც თურქეთისგან დრონებს ყიდულობენ, აშშ-ს და ომანს გაასწრო.
საერთაშორისო ორგანიზაციები
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დღეს ვაშინგტონში პრეს-კონფერენიაზე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ვითარება აშშ-ს ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია.
“ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლს, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თურქეთმა აზერბაიჯანის გაძლიერება დაიწყო. ჩვენ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს მოვუწოდებთ ამ რეგიონისგან თავი შორის დაიჭირონ, უფრო მეტად არ გაამძაფრონ პრობლემები. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ჩვენს დიპლომატიურ ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა ცეცხლის შეჩერებას და პრობლემის მოგვარებას მივაღწიოთ, რომელიც საერთაშორისო სამართალზე იქნება დაფუძნებული”,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფმა მთიანი ყარაბაღის საკითხით მოლაპარაკებები უნდა დაასრულოს და “აზერბაიჯანს ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს”.
“აზერბაიჯანს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა, თუმცა მინსკის ჯგუფი, კერძოდ, აშშ, საფრანგეთი და რუსეთი პროცესს ხელს უშლიან. მინსკის ჯგუფმა უნდა ახლავე დაასრულოს მოლაპარაკებები და ტერიტორიები მფლობელს დაუბრუნოს”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა თურქეთის პარლამენტში.
ვაშინგტონიდან, პარიზიდან და მოსკოვიდან თურქეთის ლიდერის განცხადებაზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენიათ.