სომხეთში კორონავირუსული ინფექციით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148 3225-მდე გაიზარდა, – იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.

შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 12 დეკემბრის მონაცემებით, 147 312 ასეთი შემთხვევა იყო, ამრიგად, დღეში ინფექციის 1013 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სომხეთში კორონავირუსით 2 486 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 24 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, არის 617 (პლუს 2 გასული დღის განმავლობაში).

ინფექციისგან გამოჯანმრთელებულდა 125 169 ადამიანია. მკურნალობას გადის 20 053 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა – 548 359.