ჰაიკ რსტაკიანი, რომელსაც ძალადობაში და ახალქალაქსა და ნინოწმინდიდან პარლამენტის დეპუტატის, სამველ მანუკიანის ქონების დაზიანებაში ადანაშაულებენ, გირაოთი გაათავისუფლეს.
სოფელ დიდ სამსარში სამველ მანუკიანსა და ჰაიკ რსტაკიანს შორის მომხდარი ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ, 28 ოქტომბერს, უკანასკნელი დააკავეს. ინციდენტი მოხდა სოფელ დიდ სამსარში 2020 წლის 25 ოქტომბრის საღამოს. სამველ მანუკიანმა ჰაიკ რსტაკიანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან დაარტყა და ცხვირი გაუტეხა და მისი ავტომანქანა დააზიანა. ჰაიკ რსტაკიანმა Jnews-თან ინტერვიუში თქვა, რომ მანუკიანი არ უცემია, და რომ პირიქით, შვილის თანდასწრებით, თავად რსტაკიანი ცემეს.
აღნიშნული ფაქტით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც “ძალადობას” და “ნივთის დაზიანებას ან განადგურებას” გულისხმობს. 28 ოქტომბერს აღნიშნული საქმეზე ჰაიკ რსტაკიანი დააკავეს.
“თავიდან პოლიციაში წამიყვანეს, დაკითხვა უნდოდათ, მე ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე არ ვილაპარაკებ. ახლა უკვე მყავს ადვოკატი, მაგრამ ამის შემდეგ დაკითხვა არ ყოფილა. უნდოდათ, მაგრამ ჩემს ადვოკატს არ ეცალა, არც კი ვიცი რაში მადანაშაულებენ, შეიძლება თქვეს კიდევაც, მაგრამ არ მახსოვს. მე მეხსიერების პრობლემა მაქვს, ყველაფერი არ მახსოვს, რაც ხდება. 48 საათის შემდეგ, დღე ნახევრით ახალციხეში წამიყვანეს, შემდეგ თბილისში, იქ 4 დღე ვიყავი. როდესაც ოჯახმა გირაო გადაიხადა, გამათავისუფლეს”,- ამბობს ჰაიკ რსტაკიანი.
ჰაიკ რსტაკიანისთვის 3000 ლარის გირაო გადაიხადეს. მისი თქმით, ის თავს ცუდად გრძნობს და ლოგინად წევს.
აღნიშნული საქმით სასამართლო 22 დეკემბერს არის დანიშნული.