მთავარი ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის, დაწყებამდე, ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა დღეს, სასაფლაოს ტერიტორია დაასუფთავეს და სასაფლაოსთან მისასვლელი და მისი შიდა ასფალტირებული გზები გაწმინდეს.
სერვისცენტრის წარმომადგენლები ახალქალაქის მოსახლეობას მოუწოდებენ სასაფლაოს ტერიტორია არ დააბინძურონ.