თბილისის რკინიგზის, სატრანსპორტო კოლეჯში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 4 სტუდენტია. ახალი სასწავლო წლისთვის სტუდენტების ჩარიცხვა უკვე დაწყებულია.
თბილისის რკინიგზის კოლეჯი 2019 წელს გაიხსნა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან კოლეჯში ოთხი ადამიანი სწავლობს, რომლებიც სწავლას მიმდინარე წლის ივლისში დაამთავრებენ.
სტუდენტები, რომლებიც რკინიგზის კოლეჯს დაამთავრებენ, ავტომატურად, კარგი რეკომენდაციით, შპს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმდებიან.
„ეს ყველაფერი რეკომენდაციაზეა დამოკიდებული. კოლეჯის კურსდამთავრებულებზე რეკომენდაციებს პროგრამის ლიდერები, ინსტრუქტორები გასცემენ, ის თუ,როგორც ჩააბარებენ, ყველაფერი პრაქტიკაზეა დამოკიდებული. ახლა პრაქტიკას გადიან, მერე იქნება გამოცდა, დაასრულებენ ივლისის ბოლოს და შემდეგ გაირკვევა, ვის მიიღებენ სამუშაოდ ავტომატურად“, – განაცხადეს რკინიგზის კოლეჯის ადმინისტრაციაში.
რკინიგზის კოლეჯში სწავლა ორი წლის განმავლობაში გრძელდება.
ახალქალაქელები კოლეჯის გახსნას მოუთმენლად ელოდნენ, რათა ესწავლათ და შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულიყვნენ .
2019 წელს, როცა რკინიგზის კოლეჯმა ახალქალაქში პროგრამა წარადგინა, ითქვა, რომ კოლეჯმა თანამშრომლობის ემორანდუმი შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან” გააფორმა, რათა კოლეჯის სტუდენტებს, სწავლასთან ერთად, ბათო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ემუშავათ. ასევე, მათივე თქმით, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შპს „მარაბდა-კარწახთან“ ახალქალაქში კოლეჯის ფილიალის გახსნაზე. თუმცა, სამი წელი გავიდა და ფილიალი არ გახსნილა, მეტიც, კოლეჯის სტუდენტები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე არ გაივლიან სტაჟირებას და იქ ავტომატურად იმუშავებენ – „კარგი რეკომენდაციით“.
Jnews შეეცადა გაერკვია, რატომ არ მოჰყვა კოლეჯსა და შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზას” შემდგომი თანამშრომლობა, როგორც ეს 2019 წელს დაიგეგმა?
ტუდენტების ახალი ნაკადზე მიღება კოლეჯში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა და 22 აგვისტომდე გაგრძელდება.
22 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი, იქნებიან თუ არა კოლეჯში მეტი სტუდენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან.
ახალქალაქში, რკინიგზის კოლეჯს სტუდენტების პირველი გამოშვება ჰყავს
აგილობრივებისთვის გაჩნდა შანსი ისწვალონ და იმუშაონ რკინიგზაში.