5 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არტილერიის უფრო მეტი ინტენსიური გამოყენებით გაგრძელდა”, – თქვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, არწრუნ ჰოვანესიანმა.
“დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ სცადეს დაწინაურება ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ მიმართულებებით, წითელი ბაზრის მახლობლად, დარტყმების მცირე ჯგუფებმა, ჯავშანტექნიტის მცირე რაოდენობითა და საარტილერიო ცეცხლის თანხლებით, მაინც უკან დაიხიეს და გარკვეული დანაკარგი განიცადეს”, – თქვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, არწრუნ ჰოვანისიანმა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაამატა, რომ დივერსიული ჯგუფები, რომლებიც შუშის მახლობლად, ტყეებშია განლაგებული, ძირითადად სომხეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების, საკვანძო პუნქტებსა და უსაფრთხოების განყოფილებების წინააღმდეგობას ხვდებიან, თუმცა ხანგძლივი ბრძოლა არ იმართება.
“დღის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმე [ასეთი] ჯგუფის განადგურება და აღნიშნული ხაზიდან მეთი გადაგდება. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება”, – თქვა ჰოვანისიანმა.
რადიო “აზატუთიუნის” კითხვაზე, რა სიტუაციაა ყარაბაღ-სომხეთის გზებზე, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” აცხადებს, რომ ყარაბაღში მომუშავე 80 ჟურნალისტს არ შეუძლია დატოვოს ყარაბაღი მათი სიცოცხლე საფრთხეშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვამბობთ, რომ აზერბაიჯანი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ჟურნალისტებს, სამშობიაროებს, ეკლესიებს, ამიტომ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება ჟურნალისტებთან მუშაობას, გუშინ პირადად ვესაუბრე ბევრ მათგანს. ყარაბაღის ხელისუფლების თავდაცვის არმიამ სამუშაოდ ყველა პირობა შექმნა და თუ მათ სურთ მუშაობა, ისინი მუშაობას განაგრძობენ, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. სხვა საკითხია, რომ ისინი შეიძლება საბრძოლო სროლებში აღმოჩნდნენ. ვისაც სურს არცახიდან წასვლა, ამისთვის შესაბამისი გზები არსებობს”.