ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, არაიკ არუთუნიანმა სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისათვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევის საკითხით მიმართა.
სააკაშვილმა ყარაბაღში მიმდინარე საომარ ქმედებებს გაუკეთა კომენტარი და დაწერა: “ჩემი პოზიცია ნათელია, ის ტერიტორიალური მთლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული, ამიტომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიას ეკუთვნის და ვერაფერი შეცვლის ამ გარემოებას”.