5 ნოემბრის ღამით ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტაბილურად დაძაბული სიტუაცია იყო შენარჩუნებული. განსაკუთრებულ აქტიურობას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იჩენდნენ აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით,- იტყობინება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო.
“თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ჯგუფების მიმართულებით მრავალრიცხოვანი წარმატებული შეტევა განახორციელეს, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზული დანაკარგები მიაყენეს”,- ნათქვამია შეტყობიენბაში.
მოწინააღმდეგის ორმა თავდამსხმელმა ჯგუფმა ჩრდილოეთის მიმართულებითაც განახორციელეს მცდელობა, რომელიც დროულად იყო შენიშნული და განადგურებული.
დღის განმავლობაში ყარაბაღის მშვიდობიანი დასახლებული პუნქტები მოწინააღმდეგის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის ზონაში იმყოფებოდნენ.
ამჟამად აზერბაიჯანის ძალების სამხედრო შეღწევის მცდელობები აღნიშნული მიმართულებებით გრძელდება”,- იტყობინება ყარაბაღის სამხედრო უწყება.
შეტყობნების თანახმად ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება არმიის ქვედანაყოფების მიერ კონტროლდება.
გამთენიისას, ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შეტყობინებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს.
კერძოდ, ქალაქ მარტუნში გამოყენებული იყო მძიმე არტილერია, ხოლო შუშიში იარაღის სხვადასხვა სახეობა.