საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ვირუსის პირველი ტალღის დროს ახალქალაქში დაავადების არცერთი შემთხვევა არ იყო დარეგისტრირებული, თუმცა მეორე ტალღის დროს ამას ვერ გავექეცით. პირველი შემთხვევა ჩვენს რეგიონში 2 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოსახლეობას შორის სამედიცინო მომსახურების მუშაობისა და მიდგომისადმი უკმაყოფილებაც იზრდება.
ქვეყანაში დაავადების წინააღმდეგ მიღებული ზომებიდან ერთ-ერთი რაიონებში ტემპერატურული ცენტრების საქმიანობა გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში არის 57 საავადმყოფო, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებმა უნდა მიმართონ. 30 მარტს, სამცხე-ჯავახეთში 4 მოქმედი საავადმყოფოს ტემპერატურულ ცენტრებად გადაქცევის გადაწყვეტილება იყო მიღებული, კონკრეტულად “ევექსის” რეფერალური კლინიკები ახალციხეში, ახალქალაქში და ადიღენში და “ჯეოჰოსპიტალი” ბორჯომში.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკუთარ გამოსვლებში მუდამ აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტების მიღების ყველა შესაძლებლობა აქვს. 28 ოქტომბერს მან აღნიშნა, რომ 639 თავისუფალი ადგილი არის, 6 616 საწოლისა და 15 საავადმყოფოს დამატების შესაძლებლობა არსებობს, შესაბამისად, დაემატება კიდევ 2000 საწოლი. სხვა სიტყვებით, გამოდის, რომ საქართველოში პაციენტების მომსახურებისთვის საკმარისი საწოლი იქნება. მიუხედავად ამ განცხადებებისა, უკვე მერამდენე დღეა, სასწრაფო დახმარების სამსახური ზარებს არ პასუხობს და რეაგირებას არ ახდენს.
ახალქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა JNEWS -ის რედაქციას მიმართა, აცნობა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური ზარებს არ პასუხობს და ახალქალაქის კლინიკაში მას უხეშად უპასუხეს.
” კორონავირუსის, რამდენიმე სიმპტომი მქონდა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რამდენიმე დღე ვიძახებდი სასწრაფო დახმარებას, მაგრამ ჩემს ზარებს არ პასუხობდნენ. შემდეგ მე ახალქალაქის საავადმყოფოში დავრეკე. იქიდან მე უხეშად მიპასუხეს და მითხრეს, არავითარ შემთხვევაში არ მივიდე საავადმყოფოში, მე ჩემი სიმპტომები აღვწერე და ტელეფონით მომცეს დანიშნულება. მე უკვე ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ჩემს ახლობლებზე და ნათესავებზე ვნერვიულობ, ეს ძალიან სახიფათო დაავადებაა”, – თქვა მან.
საავადმყოფოში ასევე უთხრეს, რომ იქ არ მივიდეს, რადგან საავადმყოფოში დაავადების რისკი უფრო მაღალია. ამის შესახებ JNEWS -ს ახალქალაქის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ალექსან თოროიანმა განუცხადა.
“მე ვერ წარმოვიდგენ მსგავს შემთხვევას, როდესაც ვინმეს საავადმყოფოში მისვლას უკრძალავენ. არის დღეები, როდესაც 80 პაციენტამდე ვღებულობთ. კორონავირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებმა თავიდან დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და საავადმყოფოს. გვესმის, ახლა ყველა შეშინებულია, მაშინვე ფიქრობენ, რომ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებაა საჭირო, ასე არ შეიძლება. მათ ოჯახის ექიმებს უნდა გაესაუბრონ, რათა დააზუსტონ, აქვთ თუ არა კორონავირუსის სიმპტომები. პირებს, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, ჩვენ იმ ხალხთან ერთად ვუშვებთ იზოლატორში, ვისაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი აქვს. რა თქმა უნდა, დეზინფექციას ვუტარებთ, მაგრამ ნორმალური დეზინფექციისთვის 24 საათია საჭირო.
არ შეგვიძლია გარისკვა, იზოლატორში გაშვება და ტესტის გაკეთება, მას ადგილზე შეუძლია დაავადება, დანარჩენი სიმპტომები იზოლატორის შემდეგ, მხოლოდ 5-6 დღეში გამოვლინდება”, – განმარტა ალექსან თოროიანმა.
პირველი ახალგაზრდას გარდაცვალება საქართველოში ნინოწმინდაში დარეგისტრირდა. ექიმების თქმით, 30 წლის ქალის სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი იყო, მაგრამ, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, საავადმყოფოში მათ არავითარი მტკიცებულება, ან ტესტის შედეგი არ წარუდგინეს, რომელიც კორონავირუსის არსებობას დაადასტურებდა. ისინი ასევე ამბობენ, რომ იმ დღეს, როდესაც ქალი ცუდად გახდა, მათ სასწრაფო დახმარებაში დარეკეს, მაგრამ 3 საათში ის უარესად გახდა, ხელმეორედ დარეკეს, მოვიდა სასწრაფო დახმარება და ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო იქიდან თბილისის “ზღვის ჰოსპიტალში”, სადაც ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია “ფორმულას” მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მას შემდეგ, რაც ის თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახალგაზრდა ქალბატონმა დილით სახლში დარეკა და თქვა, რომ მას იქ არავინ აქცევდა ყურადღებას, ოჯახის წევრებმა მომდევნო დღეს საავადმყოფოში მისვლა გადაწყვიტეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ახალგაზრდა ქალი სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ, არც მისი ოჯახის წევრები, არც მისი მეგობარ მასწავლებელს ტესტირება არ გაუვლიათ.
კორონავირუსის დადსტურების შემთხვევაში პაციენტის ოჯახის წევრები იზოლაციაში გადადიან და ტესტი უტარდებათ. გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არც ერთ მათგანს ტესტირება არ გაუვლია და არ იყო თვითიზოლირებული.
Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა სტატუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე, რამდენიმე დღეა კორონავირუსის 4 სიმპტომი აქვს, მესამე დღეა სასწრაფოს იძახებს, მას ყოველ დღე ეუბნებიან, რომ მივლენ, მაგრამ სამი დღის განმავლობაში ვერ შეძლეს მისვლა.
ასევე, ახალქალაქის ერთ-ერთ მცხოვრებს, რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც გამოვლენილი სიმპტომებით კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს ცუდად გრძნობდა და საავადმყოფოში დაწოლა უნდოდა, მაგრამ ის საავადმყოფოში არ მიიღეს. მას ფასიან კლინიკაში დაწოლა მოუწია, სადაც მკურნალობისთვის დღეში 250 ლარს იხდიდა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან ირკვევა, რომ, როგორც არ უნდა წარმოადგინონ ვითარება ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის სფეროს პასუხისმგებელმა პირებმა, ყველაფერი, არც ისე იდეალურადაა.