სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 536 შემთხვევა გამოვლინდა, 964 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 596 ტესტი ჩატარდა.
30 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 216 064 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 198 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 108 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 018 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.