სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 355 662 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 033 გარდაიცვალა, 334 696 კი – გამოჯანმრთელდა.