საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.