შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 877 პირი 20 ლარით დაჯარიმდა (დაახლოვებით 6 დოლარი) პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის გამო.

კარანტინისა და იზოლაციის დარღვევის ფაქტზე, სანქციები 73 მოქალაქეს შეეხო. უწყების თანახმად, აქ შედის ასევე ის პირები, რომლებმაც “კომენდანტის საათი” დაარღვიეს და 2 000 ლარით (დაახლოვებით 600 დოლარს) დაჯარიმდნენ.

“საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს”,-ნათქვამია უწყებაში.